|
2020-04-26 14:57:59, 14254 ნახვა
ომი უკრაინაში
იმნაძე - საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის
მგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათასობით და ათი ათასობით ადამიანი დაღუპული არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქვეყანაში ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას. „ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით მემგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მგონი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, ის რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია. ის, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო, აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაც ტესტირებას შეეხება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)