|
2020-04-25 18:58:25, 15362 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან
„მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის შემდეგ შესაძლოა, კორონავირუსს ისევე დავუახლოვდეთ, როგორც ტუბერკულოზს. „რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიკური რეცესიიდან და ეს უბრალოდ აუცილებელია. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევების რისკი იზრდება. ამ პირობებში მასობრივი ტესტირება, რა თქმა უნდა იქნება, სასარგებლო. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. ამაში იცით რა იგულისხმება? უნდა შევეგუოთ იმას, რომ კოვიდით ცალკეული და შესაძლოა ათეული შემთხვევებიც, იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს დაძაბვა და იმის საფრთხე, რომ ათასეული და ათიათასეული ავადმყოფი იქნება, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში. რომ წარმოვიდგინოთ ტუბერკულოზი, ხომ არსებობს? დღემდე საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება ტუბერკულიოზის რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ ეს ვინმეს ჩვენს სამეზობლოში, სამეგობროში რომ დაემართება, არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც ჩვენ შევაჩერებთ პანდემიას და თუ მოახერხებს საქართველო, რომ ეპიდემია წავიდეს დაღმავალი გზით, ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება მოვიქცეთ ამ ინფექციის მიმართ დაახლოებით ისე, როგორც ვიქცევით ტუბერკულიოზის მიმართ ან თუნდაც გრიპის მიმართ, გრიპის სეზონში. ამისთვის აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს შეჩერებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)