08:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 10:49:22, 560 ნახვა

საზოგადოება
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

კობიაშვილის განცხადებით, ის საკუთარ კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა. ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის. კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს. მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics