|
2020-04-20 11:14:16, 8892 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა
აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება. „ამ დილის ახალი მონაცემები ის გახლავთ, რომ გვაქვს ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ნიჟარაძის ცნობით, პაციენტი 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამჟამად კი, მისი ოჯახის წევრები საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან. „ეს შემთხვევა უკვე ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დილით პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკა „მედალფაში“, ხოლო მისი ახლობლები - საკარანტინე სივრცეში. თუმცა მთელი ოჯახი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მათ მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შემხებლობა არ ჰქონიათ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ „მაესტროს“ განუცხადა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)