|
2020-04-16 10:59:18, 11206 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 37 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს „336 პაციენტიდან 86 ჩვენი ცენტრის პაციენტები არიან. გამოჯანმრთელებულია 74 ადამიანი, საიდანაც 48 ჩვენი ცენტრის პაციენტია. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობს 262 ინფიცირებული პაციენტი. გუშინ, ჩვენს ცენტრში ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე. ეს პაციენტები იყვნენ როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი ტესტირების მქონე პაციენტები. აქედან 2 გამოჯანმრთელებული იყო. არის რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც პირველადი ტესტირებისას უარყოფითი პასუხი აქვთ კორნავირუსზე და მათ 24 საათის ინტერვალში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება. ჩვენთან ამ ეტაპზე არის 37 პაციენტი, საიდანაც 2 ძალიან მძიმე ანუ პრობლემური პაციენტია. დაახლოებით 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. 2 მძიმე პაციენტთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მესამე დღეა სტაბილიზაციაა და ალბათ ასეთი მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)