18:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 19:24:53, 1365 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან ლენტეხის რაიონში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღეიდან ლენტეხის რაიონში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.

მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისათვის, როგორიც არის საკვების შეძენა, წამლების შეძენა ან კიდევ სამედიცინო მომსახურების მიღება.

„დღეიდან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ,ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისათვის, როგორიც არის საკვების შეძენა, როგორიცაა წამლების შეძენა ან კიდევ სამედიცინო მომსახურების მიღება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა და რაიონი ჩაიკეტა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics