15:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-05 10:38:05, 8135 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული მოათავსეს - მისი ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაშ მოათავსეს ერთი ახალი ინფიცირებული პირი.

მისივე თქმით, მისი ინფიცირების წყარო უკავშირდება ეროვნულ ბანკს.

,,დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 170-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 არის ჩვენი პაციენტი. ჩვენვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღეს შეემატება, ალბათ, სხვა ადამიანები.

ჩვენთან 36 ინფიცირებული პაციენტია, გუშინ შემოგვემატა ერთი, უკვე დადასტურებული შემთხვევა, ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტი. ასევე მასთან ერთად შემოიყვანეს  7 კონტაქტი, რომეთა კვლევა დაიწყება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი.

კრიტკული მდგომარეობის პაციენტი დაგვრჩა ერთი. დანარჩენი ოთხი პაციენტი უკვე სტაბილურადაა, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

ჩვენთან ორი არასრულწლოვანია, ალბათ, მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ისინიც დატოვებენ ჩვენს კლინიკას გამოჯანმრთლებულები. 

დღეს დილას 15 პაციენტზე აღებულ იქნა ტესტირება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics