07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 11:08:10, 559 ნახვა

საზოგადოება
თბილისში უეფა-ს სუპერთასის მატჩს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან.

ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.

მანამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

ცნობისთვის, UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics