19:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 14:43:59, 1837 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება

„მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო გადაწყვეტილების მიღების მონაწილე, როცა განიხილებოდა სოლიდარობის კამპანიის დაწყება, რომელიც სრულად მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ,  გაზიარებული პარლამენტის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების მიერ”.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნული განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის ღონისძიებების დაწყების ნიშანი. ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ერთიანობით უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც ახალი ინფექციის გავრცელების რისკმა შექმნა. ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება. ვისაც აქვს შესაძლებლობა, მან უნდა გაიღოს და ის ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის მიერ არის წამოწყებული, ვფიქრობ, რომ იქნება მაგალითი როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics