|
2020-04-01 16:02:55, 1158 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად, რათა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას
„მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა. კობახიძემ მთავრობის მიერ გაცხადებულ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების კომპენსაცია დაწესდება. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევები ძირითადად ორი - ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებითაა და ხელისუფლება ზრუნავს პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად. „ინიციატივა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გახმოვანდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია პირველ რიგში ზოგად პარამეტრებზე, ეკონომიკის და სოციალურ ნაწილში რა პარამეტრების ფარგლებშია აუცილებელი ჩარევა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის დახმარება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენა სახელმწიფოსგან მიიღებს. 200 კილოვატი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფარგლებში მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას, მათ სრულად დაუკომპენსირდებათ შესაბამისი ხარჯები და აღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს იყო პირველი მყისიერი ნაბიჯი, რომელიც მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების მიმართულებით გადაიდგა და ეს არის მთავრობის სწორი გეგმა. „რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ მთლიანობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად. აქ სიჩქარე არ იქნება სწორი, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვანია, ზუსტად დავაიდენტიფიციროთ პრობლემები და ამის შემდეგ უკვე 2 მილიარდი ხარჯვის გადანაწილება იქნება სწორედ განსაზღვრული. ეს არის მთავრობის ძალიან სწორი ხედვა და გეგმა. სოციალური კომპენსაციების გარდა დანარჩენი თანხები დაიხარჯება იმის მიხედვით თუ რა სახის პრობლემების იდენტიფიცირება მოხდება მთავრობის მხრიდან. 15 აპრილისთვის გვექნება მარტის მონაცემები, რაც მოგვცემს საფუძველს გავიანგარიშოთ, თუ სად არის ყველაზე მეტი პრობლემა და ყველაზე მეტად ჩარევა საჭირო. ზედმეტი სიჩქარე, ბუნებრივია, არ იქნება სწორი. მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)