19:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 15:46:31, 1269 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა

 „არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.

საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.

ნათელში იყოს მისი სული!

ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს“, - წერს პრეზიდენტი სოფიალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics