|
2020-03-30 17:49:18, 1567 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - შეირჩა 780 თნამშრომელი, რომლებიც მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საპატიმროს ტერიტორიაზე იცხოვრებენ
შევარჩიეთ 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი საპატიროების შენობებში იცხოვრებს ტერიტორიის დატოვების გარეშე - ამის შესახებ თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს უპრეცენდენტო ნაბიჯი, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების დაცვის მიზნით გადადგა, რათა მათ არ ჰქონდეთ ვირუსის გარედან შეტანის განცდა. "როგორც ხედავთ ვირუსი გადავიდა გავრცელების ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ ბრძლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. ჩვენ ის მოდელი შევიმუშვეთ რაც საპატიმრო სისტემისთვის არ არის ბუნებრივი. შევარჩიეთ 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი საპატიროების შენობებში იცხოვრებს ტერიტორიის დატოვების გარეშე, იმისათვის რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა,რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას. ეს არის უპრეცენდენტო ნაბიჯი რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადადგა. მინდა ამ 780 თანამშრომელს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან მათ ნებაყიოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება დროებით დატოვონ ოჯახები და 24 საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. ანუ დაახლოებით 400- ზე მეტი თანამშრომელი იქნება თითო ცვლაში, რის შემდეგაც ისინი დაისვენებენ მათთვის შექმნილ ყაზარმულ სივრცეში სადაც მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა ის უფლებები, რაც პატიმრებს არ აქვთ. მინდა პატიმრებს მივმართო და ვთხოვო მათ, რომ მოუფრთხილდნენ, პატივი სცენ და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიისგან ამ 780 თანამშრომლის მიმართ , რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)