15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 12:50:13, 1525 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო.

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოiყო და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემა.

მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს კალათები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის საავტომობილო გზებისა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რაულ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ და თვითმმართველობის მოხელეებმა, მოხალისეებთან ერთად გადასცეს.

სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 751 მოქალაქეს გადაეცემა.

აღსანიშნავია რომ ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა მოხალისემ, გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების დაცვით ხდება ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება.

#დარჩისახლში #გისურვებთჯანმრთელობას





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics