15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 10:56:28, 1235 ნახვა

რეგიონი
პოლიცია სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

„საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics