|
2020-03-27 14:41:52, 1357 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას ვისაც ამის სურვილი აქვს, მათ არავინ არსად მიატოვებს
„ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენს მოქალაქეებს არავინ არსად მიტოვებს, სადაც იქნებიან იქაც გარკვეულ ყურადღებას ვაქცევთ. საელჩოები მაქსიმალურად მობილიზებული არიან, რომ იქაც ყურადღება მიექცეთ ჩვენს მოქალაქეებს და არაფერი გაუჭირდეთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირა მთლიანად გაწერილია და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება. „მომდევნო ორი კვირა, პრაქტიკულად, გაწერილია მთლიანად. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსებას, მათზე დაკვირვებას და ეს მენეჯმენტი აწყობილია. ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)