|
2020-03-27 14:14:28, 1555 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი - საეჭვო სიმფტომების მქონე თანამშრომელბი პატიმრებთან არ დაიშვებიან
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ციხის გარეთ მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ყველა თანამშრომელი შემოწმდება, ხოლო საეჭვო სიმფტომების არსებობის შემთხვევაშI ისინი პატიმრებთან არ დაიშვებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკვე 100-მდე თანამშრომელი იქნა გაბრუნებული სახლში. „კიდევ ერთი სიახლე არის, ის რომ 20 მარტიდან სამსახურშ მოსული ყველა თანამშრომელი მოწმდება სპეციალურად ამისათვის, ციხის გარეთ მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში. თუ საეჭვო სინფტომი აღმოაჩნდებათ, იქნება ეს ინსფექტორ-კონტროლიორი თუ სხვა თანამშრომელი არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ. 20 მარტიდან დღემდე, ასეთი 100-მდე თანამშრომელი იქნა გაბრუნებული სახლში, ხოლო 80-მდე გარე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოშორებული ციხის პერიმეტრს პატიმრების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასახავად. ასევე 23 მარტიდან, აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში. ეს გულისხმობს იმას, რომ იმ კერძო კომპანიაში დასაქმებული ათეულობით დამლაგებელი შედიოდა დაწესებულებაში და ალაგებდა ტერიტორიას და შენობებს, ახლა ისინი აღარ შედიან ციხის ტერიტორიაზე. კომპანია გვაწვდის დაწესებულებაში შესაბამის საშალებებს და ციხის ადმინისტრაცია საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)