|
2015-08-08 15:29:04, 614 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სამების ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდნეტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკიაბარბაქაძე ესწრებოდნენ. 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნალევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს დაიღუპა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)