03:39 - 14 Aug, 2026
|
2020-03-26 13:54:40, 2007 ნახვა
საზოგადოება
26-28 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)