|
2020-03-25 21:11:24, 2337 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!
დღეიდან, 25 მარტიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებსა და მომღერლებს, მთხრობელებიც შეუერთდებიან, რომლებიც დედაქალაქზე საინტერესო ამბებს მოყვებიან. „დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება. დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად! სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე. #უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ! თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)