|
2020-03-24 16:12:37, 1614 ნახვა
რეგიონი
დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან. „კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების დაწყების პირველივე დღეებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. სააგენტოს სპეციალისტები ის ადამიანები არიან, რომლებიც არაერთ რთულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას და დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი სპეციალისტები ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებსაც ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ჩვენი მძიმე ტექნიკა დღეს საკარანტინო ზონაში გაიგზავნება, სადაც დიდი სივრცეების დამუშავებას მოვახდენთ. რაც შეეხება თბილისს, მოხდება კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის დამუშავება, რათა დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოებში ჩაერთვება 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. პირველი დამუშავება მოხდება მთელ ქალაქში, შემდგომ კი ხელის აპარატებით, რეგულარულად ჩატარდება სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკით დეზინფექცია განმეორდება. „დღეს ღამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. უშუალოდ იმ ქუჩების დეზინფექცია მოხდება, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები; სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება რამდენიმე დღის განმავლობაში. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი სპეციალური ხსნარებით. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. სამინისტროში მობილიზებული 60 ერთეული ტექნიკა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად განახორციელებენ. მობილიზებულები არიან და სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებსაც მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)