|
2020-03-24 11:56:10, 1542 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო. „ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავვე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლად დაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)