|
2020-03-23 18:58:03, 4573 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ის ადამიანები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ფარისევლები არიან
„აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ, რომ სად არის ბიძინა ივანიშვილი ასეთ დროს - პირდაპირ გეტყვით - არიან პოლიტიკური ფარისევლები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ოპონენტების განცხადებებს არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ისინი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სვამს კითხვებს, ის ხალხია, ვინც ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდა და „ქართული ოცნების დამფუძნებელს" აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მანამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. „ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ახლა, როდესაც ქვეყანა არის კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და მოქალაქეები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ელიან რეაგირებას. ამ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა გაკეთებულია - სახეომწიფოს აქვს გამართული მენეჯმენტი და ყველა აკეთებს თავის საქმეს. ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც არიან აპოლოგეტები წინა მთავრობის და მართვის სტილის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლოო ჯამში, არცერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა, თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ ავირჩიეთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)