|
2020-03-22 16:19:43, 1221 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დავასტიმულიროთ ბიზნესი
მთავრობა დღე და ღამე მუშაობს, ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ, მათ შორის, სხვადასხვა რეცეპტს, თუ როგორ უნდა დავასტიმულიროთ ბიზნესი, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისივე თქმით, მთავრობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია და კონკრეტული შეთავაზებები იმ სექტორების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში დაზარალდნენ, თუმცა, გამოწვევები ყოველდღიურად იზრდება, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)