|
2020-03-22 01:46:26, 15369 ნახვა
ევროპის ამბები
იურისტი გიორგი გოცირიძე - რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა
"რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას არ სჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, უფრო მეტიც, დეკრეტის გამოცემა რელიგიის თავისუფლების შესაზღუდად არის არაკონსტიტუციურიც, ვინადან კონსტიტუციის მე-16 მუხლი (რელიგიის თავისუფლება) არ არის იმ მუხლების ჩამონათვალში, რომლის შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობაშია დასაშვები. მეორეს მხრივ, თავად მე-16 მუხლი უშვებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, ჩვეულებრივ და არა საგანგებო მდგომარეობაში. ამიტომ ეკლესიაში 10 ადამიანზე მეტის შეშვების აკრძალვა შესაძლებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. კიდევ ერთი, ეკლესაში ხალხის შეკრებას იცავს რელიგიის და არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა არ გულისხმობს იმას რომ ავტომატურად ეს შეზღუდვა სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზეც გავრცელდება. რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა." გიორგი გოცირიძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)