|
2020-03-21 22:04:58, 1261 ნახვა
საზოგადოება
ბექა დოჭვირი - საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება და არა საქართველოს მოქალაქეების
საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე. „დეკრეტშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მიმოსვლა წყდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. აგრეთვე მინდა გაცნობით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)