|
2020-03-19 12:05:29, 1038 ნახვა
საზოგადოება
საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-თან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-თან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდა. კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. “ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, მაგრამ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. პირველი პაციენტი, 47 წლის ქალი, რომელიც შემოსულია, შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპისთვის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სამივე პაციენტის მიმართ დადებითი კლინიკური ლაბორატორიული მაჩვენებელია. 80 პაციენტია საერთო ჯამში კლინიკაში და აქედან სამს აქვს კორონავირუსი დადასტურებული”, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)