|
2020-03-19 10:01:38, 999 ნახვა
საზოგადოება
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან. თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)