|
2020-03-18 16:32:47, 3071 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად
17.03.2020 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია დიასპორული პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გივი ჭიჭინაძის და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით. ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილეებმა ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული "ახალგაზრდა ელჩების" რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭირიებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე. როგორც პროექტში გამარჯვებულმა "ახალგაზრდა ელჩებმა" აღნიშნეს რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციითვის საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ. ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიაპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგებლებმა, აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარაგერთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)