|
2020-03-18 08:59:20, 1437 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველო ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების სტაპზე გადადის, რის გამოც შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. ,,ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით საკმაოდ კარგ ფორმაშია. ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, ეს არის საკმაოდ რთული, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავრცელების კერაა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)