15:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 23:36:45, 9093 ნახვა

ომი უკრაინაში
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ

 მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა -მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა - „ღამის კურიერში" განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა და მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ, იყოს პლატოსებური. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics