09:01 - 14 Aug, 2026
|
2020-03-16 13:17:26, 1183 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა - დაშავებულია მედპერსონალი
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მედპერსონალი. თვითმხილველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. დაშავებულ ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება, ხოლო მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა მსუბუქია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)