|
2020-03-16 12:43:56, 1965 ნახვა
პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობებს განიხილავენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაარეგისტრირებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც იქნება განხილული. „პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. მათ შორის გახლავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული არის რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება დისკრეცია, მისი გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარიმართოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)