|
2020-03-15 22:46:11, 1407 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა. მინიტრმა ინფორმაცია ქსელის ხელმძღვანელისგან, აკაკი ახვლედიანისგან მიიღო. აკაკი ახვლედიანის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ. „გუშინ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მომხმარებელთა ნაკადი საგძნობლად შემცირდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა - მარაგები გვაქვს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულების ფერმები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა. დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილისასურსათოქსელების, იმპორტიორი დადისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)