09:01 - 14 Aug, 2026
|
2020-03-15 22:42:12, 1357 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და1690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ისინი ახლა უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 419 ლარით დაფინანსდა.საგზაო სამუშაოები კომპანიამ„ლენდლ" განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)