05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 15:17:10, 9016 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ჩემი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა წინასწარ მიმდინარეობს.

მისი თქმით, კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, მისი ბიძაშვილის შვილი უკვე მესამე დღეა კარანტინში იმყოფება.

„მე შემიძლია გითხრათ ის, რაც მე მეხება. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა მესამე დღეა კარანტინშია. წინასწარ მიმდინარეობს ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა. თუ იქ არსებობს თვითიზოლაციის საშუალება, გადადის თვითიზოლაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოქალაქეები თავად ითხოვენ კარანტინში მოთავსებას. თუ მოქალაქეს სურს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლა უნდა  დაწერონ განცხადება, შეისწავლიან მის საცხოვრებელ პირობებს და ამის შემდეგ  მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics