|
2020-03-14 11:01:18, 1475 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოშო აღარ მიართმევენ და გაატანენ სახლში
"ორშაბათიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოშო აღარ მიართმევენ და გაატანენ სახლში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეზღუდვა ემსახურება იმას, რომ ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და მოქალაქეები დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან.
"ქალაქ თბილისის მერიამ შეზღუდვა იმ სერვისების მიწოდება, რომელიც ხალმხრავლობასა და ვირუსის გვარცელების დამატებით რისკებთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული.
შეზღუდვის პირველი ტალღის გამოცხადებისას წინსწრებით დავაანონსეთ, რომ მუშავდებოდა დამატებითი გასატარებელი ღონისძიებები, რომელიც დღეს მინდა გავაცნო საზოგადოებას. ამჯერად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება შეეხებ უფასო სასადილოებს, სადაც დაგეგმილია მომსახურების წესით დროებითი ცვლილებების გატარება. პირველ რიგში, ორშაბათიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოშო აღარ მიართმევენ და გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და მოქალაქეები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)