|
2020-03-13 14:30:41, 2228 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ეფექტური ნაბიჯებისა და ქმედებების დროა
"ახლა არ არის პანიკის დრო და არის, კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯებისა და ქმედებების დრო", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა. "ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. არც ერთ შემთხვევაში ახლა არ არის პანიკის დრო და არის, კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯებისა და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პირველივე დღიდან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შესაბამისად ღონისძიებები იყო გადადგმული პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და მეორე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ, რომ ეკონომიკაზე ნაკლებად აისახოს ის ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი გახარიამ ასევე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მათი მუშაობა შეაჯამა. "რაც შეეხება ჯანმრთელობის ნაწილს, მოგეხსენებათ რომ პირველივე დღიდან შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და შესაბამისად დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, გამკაცრდა კონტროლი თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა. პრობაციონერების ნაწილში იყო გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და მათ საპრობაციო ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება მოეხსნათ და ასევე, პენიტენციურ სისტემაში 2 კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ყველაფერი ზემოთაღნიშნული გაკეთებულია იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება“, - დასძინა პრემიერმა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)