|
2020-03-13 11:16:00, 1590 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ფეისბუქზე ამირან გამყრელიძის ყალბი გვერდი ვრცელდება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი ვრცელდება. „სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი. მადლობას ვუხდით კეთილისმსურველებს ამ გვერდის გაზიარებისა და მოწონებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს. ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით – https://www.facebook.com/ncdcgeorgia/“, – ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)