|
2020-03-13 10:54:24, 2040 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - უნდა განვსაზღვროთ ეკონომიკის მასტიმულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ
"ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ", - ამის შესახებ ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის გუნდა მას უნდა დაუსახელოს ის გზა, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული წნეხის შესამცირებლად.
"ჩვენ გვექნება ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა, ეროვნულ ბანკთან და შესაბამისად, მინისტრებთან, აქედან მე მინდა წავიღო წინადადებები დარგების მიხედვით. ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა. უბრალოდ მეუბნებით ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გარანტიებს მოგცემთ, რომ ეს ას პროცენტიანი გაკეთდება ხვალ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)