|
2020-03-12 11:54:58, 1497 ნახვა
საზოგადოება
მდინარე სკინტავა „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ლარვით დათევზიანდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ საქართველოს „წითელი ნუსხის„ სახეობა ნაკადულის კალმახის 20 000-მდე ლარვა იმერეთის რეგიონში, მდინარე სკინტავას სათავეში გაუშვა. ასევე, მდინარეში ნაკადულის კალმახის ქვირითი თვალების სტატიაზე განთავსდა, რაც ველური პოპულაციის თანამედროვე მეთოდით მიღებას გულისხმობს. სააგენტოს მიზანია, ადამიანის მიზერული ჩარევით იშვითი სახეობა, ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენა ბუნებაში. 2016 წლის სექტემბრიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლარვაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)