00:23 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 18:59:41, 2343 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - შევთანხმდით, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება

პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტ. საბჭოს წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება.

„ ჩვენ მუშაობა დავიწყეთ სუფთა ფურცლით, ავიღეთ საქართველო, საქართველოში არსებული რაიონები და ქალაქები და მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, ავიღეთ ის მოცემულობა, რომ 30 ოლქად უნდა დაიყოს და დაიყო ლოგიკურად.

თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტში დღეს უნდა დარეგისტრირებულიყო, მოგეხსენებათ, იქ იყო თემა ბლოკების თაობაზე, რომ დაშვებული იქნება თუ არა, და ამის თაობაზეც შევთანხმდით, რომ ბლოკები იქნება დაშვებული და ეს ასახულია იმ ტექსტში, რომელიც პარლამენტში დღეს წარადგინეს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics