|
2020-03-11 16:50:22, 1926 ნახვა
საზოგადოება
იმნაძე - პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს გამოუვლინდა, შესაძლოა ხვალ გაეწეროს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაიწეროს. როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, პაციენტი ჯანმრთელად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი არ გამოუვლინდება. „პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, - განაცხადა იმნაძემ. შეგახსენებთ,საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 23 ადამიანია დაინფიცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)