23:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 18:52:35, 518 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის საქართველოში მოვლენილი მრჩეველთა ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ტორსტენ კოჰლერს, მის მოადგილესა და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები (ODC) ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის მიმდინარეობის პროცესს. მხარეებმა აგვისტოს ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტისა და ცენტრის გახსნის დეტალებიც განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics