|
2020-03-11 11:03:45, 1604 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. შესაბამისად, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს მასშტაბით მუდმივ რეჟიმში გრძელდება. „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის N118 საჯარო სკოლაში. შენობა ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. ამჟამად შენობის ერთ ნაწილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მოსწავლეებისთვის უკვე კეთილმოწყობილია როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფანი, საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის მეორე ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს თანამედროვე სასწავლო გარემო ექნებათ. სკოლის რეაბილიტაციას სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე ტარდება და მოიცავს მთლიანად სკოლის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლაში იცვლება ელექტროობა, მონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სკოლების, არამედ სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე ინფრასტურქტურით მოწყობა.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)