|
2020-03-10 22:39:41, 1977 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ დაინფიცირდა ფულით
„ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ დაინფიცირდა ფულით“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იყო განთავსებული, თუმცა დადებითი პასუხი კორონავირუსზე ახლა გახდა ცნობილი. „ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია, დაფიქსირდა 8 ახალი შემთხვევა. ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა. ერთი არის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, პაციენტ ნომერ 5-თან, ვინც ნომერ 4-თან ერთად იყო იტალიაში, ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულდება თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა და თავად როგორც ამბობს, ფული აიღო საქმეში და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ ფულით გადაედო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)