|
2020-03-10 18:31:42, 1847 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაშია ნათვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში. „2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან იტალიის რესპუბლიკაში, მაქსიმალურად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან, როგორც იტალიის, ასევე სხვა მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა) და ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი პროცედურები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)