|
2020-03-10 18:25:35, 2011 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დამატებით თერმოსკანერები დამონტაჟდა
საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერების დამონტაჟება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება. თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)