|
2020-03-10 12:13:37, 1654 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროში რეკომენდაციით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. „სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, სამინისტრომ ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო გამოსვლისგან და ამ ეტაპზე ის თვითიზოლაციაში იმყოფება, რაც ადასტურებ მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. სწორედ ეს ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად იური ნოზაძეს არ დაუდგინდა კორონავირუსი, შესაბამისად გავრცელების რისკი ამ წყაროზე არ არსებობს. მისი ვაჟი კი ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში - საჩხერეში იმყოფება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)