|
2020-03-09 15:31:25, 1823 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად UNICEF-ის წარმომადგენელს, ღასან ხალილს უმასპინძლა
აჭარის ჯანმრთელობისა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოადგილეებთან ერთად UNICEF-ის წარმომადგენელს, ღასან ხალილს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომლებიც იუნისეფის ხელშეწყობით აჭარაში მიმდინარეობს. ესენია: ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში. ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა, პროექტის ფაეგლებში ადგილობრივებს უტარდებათ ტრენინგები. შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს პილოტის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრას, პირის სოციალური საჭიროებისა და ფუნქციონირების შეფასების მიხედვით. ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში დაინერგა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებსა და პროექტებს. UNICEF-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ასავე სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებთა კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)