|
2020-03-09 11:22:42, 1159 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებულ არც ერთ პირს ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მეოთხე პაციენტის, კერძოდ, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ლაბორატორიული მონაცემებით სტაბილურია, თუმცა გრძელდება ცხელება 38-39 გრადუსის ფარგლებში. როგორც ეზუგბაიამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, არც ერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს, რადგან კორონავირუსს ახასიათებს პროგრესირება. „პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო. დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)